Accessibility links

logo-print

იანუკოვიჩის წინააღმდეგ აღიძრა კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე


უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისაკენ მოწოდებების ბრალდებით უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პირველი საქმე საპროტესტო აქციების დროს ადამიანთა მკვლელობებს ეხება. უკრაინის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის ოლეგ მახნიცკის თანახმად, მეორე საქმის აღძვრის მიზეზი გახდა ვიქტორ იანუოვიჩის მიერ 28 თებერვალს გამართული პრესკონფერენცია, რომელზეც იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ არ აღიარებს უკრაინის უმაღლესი რადის გადაწყვეტილებას მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ და თავს ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს. უკრაინაში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად იანუკოვიჩმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართა.
XS
SM
MD
LG