Accessibility links

logo-print

ჯონ კერი უკრაინაში ჩასვლას აპირებს


ტვიტერზე გამოქვეყნებული მიკრობლოგის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უკრაინაში სამშაბათს ჩავა. მანამდე კი სახელმწიფო მდივანმა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული „გაუგონარი აგრესიის“ გამო დაგმო და გააფრთხილა, რომ რუსეთის ამ ქმედებას ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მხრიდან სერიოზული მოქმედებები მოჰყვება, რაც რუსეთის ეკონომიკურ იზოლაციას გამოიწვევს. კერიმ იქვე დასძინა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საშუალება, სწორი არჩევანი გააკეთოს და შექმნილი კრიზისიდან გამოვიდეს.
XS
SM
MD
LG