Accessibility links

logo-print

უკრაინა ღალატში დებს ბრალს ადმირალ ბერეზოვსკის


უკრაინის ახალმა მთავრობამ თანამდებობიდან გადააყენა და ღალატში დაადანაშაულა უკრაინის შავი ზღვის ფლოტის სარდალი ადმირალი დენის ბერეზოვსკი, რომელმაც კვირას ყირიმის პრორუსულ პრემიერ-მინისტრ სერგეი აქსიონოვს გამოუცხადა ერთგულება. ორი დღით ადრე კი ბერეზოვსკი სარდლის თანამდებობაზე უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ დანიშნა. მთავრობამ უკრაინის პროკურატურას დაავალა დაიწყოს გამოძიება ბერეზოვსკის საქმეზე. რუსეთის სამხედრო ძალები, რომლებიც აგრძელებენ უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურების დემონტაჟს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მოუწოდებენ სადავო ნახევარკუნძულზე კიევის დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო ძალებს დაყარონ იარაღი და გადავიდნენ ყირიმის პრომოსკოვური ხელისუფლების მხარეზე.
XS
SM
MD
LG