Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამაბადის სასამართლოზე თავდასხმას 11 ადამიანი შეეწირა


სულ მცირე 11 კაცი შეეწირა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადის საოლქო სასამართლოზე მომხდარ თავდასხმას. 20-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლა და აფეთქებებს ჰქონდა ადგილი სასამართლოს შენობაში, რომელშიც დაუდგენელი რაოდენობის შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით თავდამსხმელები ხელყუმბარებსაც იყენებდნენ. ამასთან ორმა მოიერიშემ შენობაში თავი აიფეთქა. თავდასხმამდე ერთი დღით ადრე პაკისტანის ხელისუფლებამ შეაჩერა საავიაციო იერიშები თალიბანის წინააღმდეგ, რომელმაც ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
XS
SM
MD
LG