Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარელ შვარცენბერგი: პუტინი ყირიმში ჰიტლერის პრინციპით მოქმედებს


ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა პუტინის მოქმედება ყირიმში 1930-იანი წლებში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ადოლფ ჰიტლერის მოქმედებას შეადარა. „პუტინი ხელმძღვანელობს იგივე პრინციპებით, როგორითაც ხელმძღვანელობდა ადოლფ ჰიტლერი, რომელიც 1938-39 წლებში ავსტრიაში, ჩეხოსლოვაკიასა და პოლონეთს დაესხა თავს“, - განაცხადა ავსტრიის ყოველდღიურ გაზეთ „ოსტერრაიხთან“ ინტერვიუში კარელ შვარცენბერგმა. შაბათს ვლადიმერ პუტინმა, რუსი ეროვნების მოსახლეობის დასაცავად, რუსეთის პარლამენტს ყირიმსა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო ნაწილების შეყვანის ნებართვა სთხოვა. 1938 წელს ადოლფ ჰიტლერის მიერ მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონების ანექსიის საბაბად სწორედ ეთნიკური გერმანელების დაცვა იქცა. კარელ შვარცენბერგი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2007-2009 და 2010-2013 წლებში.
XS
SM
MD
LG