Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას


უკრაინის მხარდაჭერისთვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა ელჩმა ვასილი ციბენკომ. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე დიპლომატმა განაცხადა, რომ მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, რომლებმაც მისი სამშობლოსთვის რთულ პერიოდში მხარი დაუჭირეს უკრაინას და უკრაინელ ხალხს. "მათ არა მხოლოდ დაგმეს აგრესია და აღიარეს უკრაინის ახალი მთავრობა, არამედ გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ ჩემი ქვეყნის ახალ ხელისუფლებასთან", - განაცხადა ვასილი ციბენკომ.
XS
SM
MD
LG