Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა მთავრობას ყირიმისათვის ფინანსური დახმარება დაავალა


რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი ცდილობს დაეხმაროს ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას, რომლის საბიუჯეტოდ დეფიციტი 10 მილიარდ ჰრივნას (979 მილიონ დოლარს) შეადგენს. „მე დავავალე ფინანსთა მინისტრს, რომ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, მათი თხოვნის საფუძველზე, დაემუშავებინა ფინანსური დახმარების თემა. კონკრეტული პარამეტრების, პირობებისა და ყველა სხვა არსებით ფაქტორების შესახებ, რაც ამ თემას უკავშირდება, მომახსენეთ პირადად და მივიღებთ აუცილებელ გადაწყვეტილებებს,“- განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა მოსკოვში მთავრობის კაბინეტის სხდომაზე, რომელიც ყირიმის დაფინასების საკითხს მიეძღვნა. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილიანოვმა განაცხადა, რომ საბიუჯეტო საკითხებზე მოსკოვში უკვე შეხვდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს.
XS
SM
MD
LG