რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდალმა ალექსანდრ ვიტკომ ყირიმში მყოფ უკრაინელ სამხედროებს ულტიმატუმი წაუყენა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით „თუკი სამშაბათი დილის 5 საათამდე უკრაინელი სამხედროები არ დანებდებიან, მაშინ ყირიმში მდებარე უკრაინის ყველა სამხედრო ნაწილზე ნამდვილი შტურმი დაიწყება.“ თუმცა, ბი-ბი-სის თანახმად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გავრცელებულ ინფორმაციას ულტიმატუმის შესახებ, "სრული აბსურდი" უწოდა.
ყველაზე პოპულარული
1