Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს ცნობას ყირიმში უკრაინელი სამხედროებისათვის ულტიმატუმის წაყენების შესახებ


რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უარყოფს ცნობას, რომ აპირებს იერიში მიიტანოს უკრაინის სამხედრო შენაერთებზე, თუ ისინი სამშაბათ დილამდე არ ჩაბარდებიან რუსეთის სამხედროებს. მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდალმა, ალექსანდრ ვიტკომ ყირიმში უკრაინის სამხედრო ძალებს მისცა დრო დილის 5 საათამდე (თბილისის დროით, დილის 7-მდე) იარაღის დასაყრელად, და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე იერიშს მიიტანენ. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, შავი ზღვის ფლოტის წარმომადგენელმა „სრული უაზრობა“ უწოდა ინფორმაციას უკრაინის სამხედროებისათვის ულტიმატუმის წაყენების შესახებ.
XS
SM
MD
LG