Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში თალიბანი უარყოფს სასამართლოზე თავდასხმასთან კავშირს


პაკისტანში თალიბანმა უარყო ყოველგვარი კავშირი სასამართლოზე მოწყობილ თავდასხმასთან, რომელმაც ორშაბათს, სულ ცოტა, 11 ადამიანი შეიწირა. პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, ორმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო აფეთქებები მას შემდეგ, რაც ხელყუმბარები ესროლა სასამართლოს კომპლექსს ისლამაბადში. ამის შემდეგ ადგილზე გამოჩნდნენ შეიარაღებული პირები და ცეცხლი დაუშინეს მოსამართლეებს, ადვოკატებს, სასამართლოში მყოფ სხვა პირებს. დაიჭრა ათობით ადამიანი. მედიკოსების ცნობით, ბევრი მათგანია კრიტიკულ მდგომარეობაში. თავდასხმაზე პრასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG