Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი: რუსეთი „ისტორიის მცდარ მხარესაა“ უკრაინის საკითხში


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, რუსეთი „ისტორიის მცდარ მხარესაა“ უკრაინასთან მიმართებით და უკრაინაში რუსეთის ქმედება არღვევს საერთაშორისო სამართალს. ორშაბათს თეთრ სახლში გამოსვლისას, ობამამ აღნიშნა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, ჯარები განათავსოს ყირიმის ნახევარკუნძულზე, ძვირად დაუჯდება მოსკოვს. აშშ-ის პრეზიდენტმა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, საერთაშორისო მეთვალყურეებს მისცეს საშუალება, იშუამავლონ ისეთი შეთანხმების მისაღწევად, რომელიც მისაღები იქნება უკრაინელი ხალხისათვის. იქვე ობამამ აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, მალე შესათავზოს დახმარების პაკეტი უკრაინელ ხალხს.
XS
SM
MD
LG