Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიხსნა გენდერული თანასწორობის კვირეული


საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი “გენდერული თანასწორობის კვირეული - 2014” გაიხსნა. როგორც "ინტერპრესნიუსი" საქართველოში გაეროს წარმომადგენლობაზე დაყრდნობით წერს, კვირეულის სლოგანია: „გენდერული თანასწორობა პროგრესია ყველასთვის“. მისი მიზანია, საქართველოს საზოგადოების – მთავრობის, ბიზნესის, სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეების, სტუდენტებისა და მოქალაქეების – გაერთიანება ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის პრინციპების დასაცავად. კვირეულის ღონისძიებები 4-14 მარტს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიმართება.
XS
SM
MD
LG