Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანცელარიაში გაიმართა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერთან არსებულ საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წევრებმა ამერიკის შერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი შაჯამეს. სხდომაზე ისაუბრეს აღნიშნული ვიზიტის შედეგების განხორციელების საკითხებზე. საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს უკრაინაში არსებული კრიზისი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.
XS
SM
MD
LG