Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი "ყინავს" რუსეთთან ურთიერთობას


პენტაგონი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობას ყინავს, ეს აისახება ორ ქვეყანას შორის არსებულ ყველა სამხედრო ურთიერთობაზე, მათ შორის ორმხრივ და მრავალმხრივ სწავლებებზე, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე. პენტაგონის წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს კონტაქტი ფასეულობას წარმოადგენს, შეერთებული შტატები იძულებულია გაყინოს ურთიერთობები რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო: „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს განმუხტოს კრიზისი უკრაინაში და დააბრუნოს რუსი სამხედროები შავი ზღვის ფლოტის ბაზაზე“, - განაცხადა კირბიმ. პენტაგონის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მოარული ხმები, თითქოს ამერიკული სამხედრო-საზღვაო ხომალდები გადაადგილდებიან რეგიონში, სიმართლეს არ შეესაბამება. არანაირი ცვლილებები რეგიონში სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდების დისლოკაციის თვალსაზრისით არ განხორციელებულა, განაცხადა კირბიმ.
XS
SM
MD
LG