Accessibility links

logo-print

პაკისტანში ორი ადამიანი დაიღუპა ნატოს სატვირთო მანქანებზე თავდასხმისას


პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა იერიში მიიტანს სატვირთო მანქანებზე, რომლებიც ავღანეთში ნატოს ჯარების მოსამარაგებლად მიემართებოდნენ. დაიღუპა ორი ადამიანი. იერიში მოეწყო ხიბერის პროვიცნიაში. პაკისტანზე გადის ავღანეთში ნატოს მისიის მოსამარაგებელი მნიშვნელოვანი მარშრუტი. ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, მოტოციკლიანმა პირებმა მოაწყეს თავდასხმა ოთხ სატვირთო მანქანაზე, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG