Accessibility links

საქართველო და ევროკავშირი, სავარაუდოდ, ზაფხულში მოაწერენ ხელს ასოცირების შეთანხმებას


საქართველო და ევროკავშირი სავარაუდოდ, მარტის ბოლოსთვის დაასრულებენ მუშაობას ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთვის საჭირო პროცედურებზე და შეთანხმებას ხელს ზაფხულში მოაწერენ - ამის შესახებ თბილისში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულემ. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს და ევროკავშირის უნიკალური ურთიერთობა ახალ დონეზე გადავა. ფიულეს თქმით, ასოცირების შეთანხმება საოცრებას ერთ დღეში არ ახდენს, მაგრამ საბოლოოდ საქართველოს მრავალ სიკეთეს მოუტანს. „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეებისთვის გააძლიერებს კანონის უზენაესობას დადემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციას და უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების და თავისუფლების უფრო მაღალ გარანტიებს“, - განაცხადა ფიულემ. მისივე განმარტებით, ასოცირების შეთანხმება მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს, შექმნის სამუშაო ადგილებს, ბიძგს მისცემს მთლიანი შიდა პროდუქტის და ვაჭრობის მოცულობის გაზრდას. ევროკომისრის განცხადებით, ასოცირების შეთანხმება ქართველ მომხმარებელს გაუუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, კონკურენტულს გახდის ფასებს, გააფართოებს და გაამრავალფეროვნებს საქონელს და ამააღლებს ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სტანდარტებს. როგორც ფიულემ აღნიშნა, ამ მიზნების მისაღწევად საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმებზე მუშაობა.
XS
SM
MD
LG