Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კიევს ეწვია. მანამდე ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონი უკრაინას უმზადებს მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს. ჯონ კერის ვიზიტის ფონია შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მზარდი ზეწოლა მოსკოვზე, ყირიმიდან ჯარების გაყვანის თხოვნით. მოსკოვს ემუქრებიან ეკონომიკური სანქციებითა და დიპლომატიური იზოლაციით. რუსეთი უარყოფს ბრალდებას, რომ ყირიმში ჯარები გააგზავნა. იუწყებიან ასევე, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ის წყვეტს რუსეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობას.
XS
SM
MD
LG