Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში თავდასხმა მოეწყო ქალაქ სამარის ადმინისტრაციის შენობებზე


ერაყის ქალაქ სამარაში 24 ადამიანი დაიჭრა ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობებზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად. დაჭრილებს შორის არიან 16 პოლიციალი და ადგილობრივი საკრებულოს ორი წევრი. იუწყებიან თავდამსხმელების მიერ მძევლების აყვანის შესახებაც. ცნობების თანახმად, სამარაში თავდასხმას დაიწყო აფეთქებით, რომელიც თვითმკვლელმა მოაწყო ადმინისტრაციული შენობების კომპლექსის შესასვლელში. ამის შემდეგ კომპლექსის ტერიტორიაზე შეიჭრნენ სამხედრო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირები.
XS
SM
MD
LG