Accessibility links

logo-print

რუსეთში სამსახური დაკარგა პროფესორმა, რომელმაც პუტინის პოლიტიკა გააკრიტიკა


რუსმა ისტორიკოსმა, პროფესორმა ანდრეი ზუბოვმა სამსახური დაკარგა მას შემდეგ, რაც მკაცრად გააკრიტიკა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია. ზუბოვმა ჩვენს რადიოსთან საუბარში დაადასტურა, რომ გაათავისუფლეს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტიდან. მანამდე გაზეთ „ვედომოსტიში“ დაიბეჭდა 62 წლის ისტორიკოსის სტატია, რომელშიც ასახულია პარალელები უკრაინაში რუსეთის მოქმედებასა და 1938 წელს ნაცისტური გერმანიის მიერ ავსტრიის მიერთებას შორის. ანდრეი ზუბოვმა საზოგადოებას მოუწოდა, უარყონ „უაზრო, სრულიად ზედმეტი აგრესია“.
XS
SM
MD
LG