Accessibility links

logo-print

არსენი იაცენიუკი ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება


უკრაინის დროებითი პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი ხუთშაბათს ბრიუსელში შეხვდება ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც გამართავენ საგანგებო სამიტს უკრაინაში შექმნილი ვითარების განსახილველად. იანუკოვიჩთან შეხვედრის გეგმა დაადასტურა ევროკავშირის ლიდერმა, ჰერმან ვან რუმპემ, რომელიც სამიტის თავმჯდომარე იქნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის „აშკარა დარღვევა“. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი სამშაბათს მადრიდში ხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვს, ხოლო ოთხშაბათს ის კიევს ეწვევა.
XS
SM
MD
LG