Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი გმობს უკრაინაში რუსეთის „აგრესიის აქტს“


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი გმობს უკრაინაში რუსეთის „აგრესიის აქტს“. კერიმ კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ დიპლომატიასა და სუვერენობის პატივისცემას შეუძლია უკრაინის გარშემო დავის მოგვარება და არა ცალმხრივი წესით ძალის გამოყენებას. კერის თქმით, აშშ გვერდით უდგას უკრაინელ ხალხს და სურს იხილოს რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვა საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით. ჯონ კერი სამშაბათს ეწვია კიევს, უკრაინის ახალი ხელისუფლებისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერის დასადასტურებლად. ვიზიტის ფონია მოსკოვზე აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ზეწოლის გაძლიერება ყირიმიდან ჯარების გაყვანის მოთხოვნით. მოსკოვს ემუქრებიან ეკონომიკური სანქციებით და დიპლომატიური იზოლაციით. თავის მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ არ შეუყვანია ჯარი ყირიმში. უკრაინაში კერის დელაგაციაში შემავალი ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ვაშინგტონი ამზადებს მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს უკრაინისათვის.
XS
SM
MD
LG