Accessibility links

logo-print

იაცენიუკი ადასტურებს რუსეთის ხელისუფლებასთან პირველ კონტაქტებს


უკრაინის გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა დაადასტურა, რომ ჰქონდა სატელეფონო საუბარი რუსეთის ხელისუფლებასთან იმ კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით, რომელშიც ორივე ქვეყანა აღმოჩნდა ჩართული. ამის თაობაზე არსენი იაცენიუკმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჯერჯერობით, მოლაპარაკებები, უხალისოდ მიმდინარეობს, მაგრამ პირველი ნაბიჯები გადადგმულია“, - დასძინა იაცენიუკმა.
XS
SM
MD
LG