Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე: ეკლესია მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აცხადებს, რომ მას არ სჭირდება იმაში დარწმუნება, უნდა გაწევრიანდეს თუ არა საქართველო ევროკავშირში. „მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს საქართველოს ეკლესია აბრკოლებს ამ პროცესს. მინდა დაგარწმუნოთ თქვენ, რომ საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს იდეა განხორციელდეს", - მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარ შტეფან ფიულეს. თავის მხრივ, ფიულემ აღნიშნა, რომ ევროპა არ აპირებს, საქართველოს თავს მოახვიოს ლიბერალური ღირებულებები. „მართალია, ჩვენ ყველანი ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, მაგრამ თუ გადახედავთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვართ. ევროკავშირის სიძლიერე სწორედ იმაშია, რომ ჩვენ არ ვცდილობთ გავაერთფეროვნოთ ეს მრავალფეროვნება ქვეყნებს შორის. ჩვენ ვცდილობთ სიმტკიცე იყოს დაფუძნებული სწორედ იმაზე, რომ პატივი ვცეთ ამ მრავალფეროვნებას", - აღნიშნა ევროკომისარმა. ილია მეორისა და შტეფან ფიულეს შეხვედრის ნაწილი დახურული იყო.
XS
SM
MD
LG