Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს იზოლაციას უწინასწარმეტყველებს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე იყო არა ძალის დემონსტრირება, არამედ ნიშანი რუსეთის ჩარევისა, რის გამოც მოსკოვს სხვა ქვეყნებიც ჩამოცილდებიან. სამშაბათს ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას ობამამ აღნიშნა, რომ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალის გაგზავნის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის განმარტებებით „არავინ მოტყუვდება“. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერიმ დაგმო უკრაინაში რუსეთის „აგრესიის აქტი“. კერიმ კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ დიპლომატიასა და სუვერენობის პატივისცემას შეუძლია უკრაინის გარშემო დავის მოგვარება და არა ცალმხრივი წესით ძალის გამოყენებას. კერის თქმით, აშშ გვერდით უდგას უკრაინელ ხალხს და სურს იხილოს რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვა საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით. ჯონ კერი სამშაბათს ეწვია კიევს, უკრაინის ახალი ხელისუფლებისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერის დასადასტურებლად.
XS
SM
MD
LG