Accessibility links

რუსეთის ჯარმა ყირიმში უკრაინის სარაკეტო ნაწილი დაიკავა


რუსეთის სამხედროებმა ყირიმში განლაგებული უკრაინის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფის ერთი ნაწილი დაიკავეს. სააგენტო ინტერფაქსის თანახმად, საუბარია ორ ბატალიონზე. უკრაინის თავადაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ქვედანაყოფის მართვის და კონტროლის ცენტრი ევპატორიაში კვლავ უკრაინის კონტროლქვეშ რჩება. ამავე დროს უკრაინის პოლიციამ დატოვა დონეცკის ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა, რომელიც პრორუსული აქციის მონაწილეებმა დაიკავეს. შენობის თავზე კი უკრაინულის ნაცვლად რუსეთის სახელმწიფო დროშაა აღმართული.
XS
SM
MD
LG