Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერზე ძებნა გამოაცხადა


რუსეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაციების ალიანსის, „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერ დმიტრი იაროშზე, რომელსაც რუსეთის სამართალდამცველებმა დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი ანტირუსული მოწოდებების გამო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, იაროშმა „ანტირუსულ ძალებს რუსეთის წინააღმდეგ ექსტრემისტული და ტერორისტული ქმედებებისაკენ მოუწოდა.“ კვირას იაროშმა რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში „პირდაპირ სამხედრო აგრესიაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ უკრაინელ ხალხს აქვს უფლება „შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიოს აგრესორს.“ დმიტრი იაროში, რომლის ორგანიზაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა უკრაინის რევოლუციის გამარჯვებაში, აცხადებს, რომ მის ჯგუფს არაფერი აქვს საერთო ქსენოფობიასა და ანტისემიტიზმთან.
XS
SM
MD
LG