Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი და ლავროვი პარიზში გამართავენ მოლაპარაკებებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პარიზში გამართავენ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანს უკრაინაში კრიზისის განმუხტვა წარმოადგენს. მანამდე მადრიდში მყოფმა ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს არ შეუძლია ყირიმში მყოფ სამხედროებს უკანდახევა უბრძანოს, რადგან ისინი „თავდაცვითი ძალები“ არიან და არა რუსეთის რეგულარული ჯარის წარმომადგენლები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რეგიონში საერთაშორისო დამკვირვებლების მიწვევა უკრაინისა და ყირიმის ხელისუფლებების გადასაწყვეტია.
XS
SM
MD
LG