Accessibility links

logo-print

გაერო უკრაინიდან დევნილთა ნაკადების გასვლას არ ადასტურებს


გაერთიანებული ერების ლტოლვილთა სააგენტო განმარტავს, რომ უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში დევნილთა ნაკადის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი. ბრიფინგზე, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა, გაეროს პრესმდივანმა მარტინ ნასირკიმ განაცხადა, რომ დევნილთა საკითხში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისში არ ადასტურებენ ინფორმაციას უკრაინიდან რუსეთში მოსახლეობის არც მასობრივი არც უჩვეულო გადაადგილების ფაქტის შესახებ. ორშაბათს რუსეთის ფედერაციის მიგრაციის სამსახურის უფროსმა კონსტანტინ რომოდანოვსკიმ ინტერფაქსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინის მოქალაქეები სულ უფრო ხშირად აკითხავენ სამსახურს რუსეთში თავშესაფრის მიცემის თხოვნით. რუსეთის ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელი ვალენტინა მატვიენკო კი უკრაინაში რუსეთის სამხედრო შენაერთების შესვლას სწორედ უკრაინიდან რუსეთში დევნილთა ნაკადის გადაადგილების ფაქტს უკავშირებდა.
XS
SM
MD
LG