Accessibility links

logo-print

ევროკავშირი უკრაინას 11 მილიარდი ევროს დახმარებას აძლევს


ევროკომისიამ ოთხშაბათს უკრაინის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტი დაამტკიცა, რაც მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინისათვის 11 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. დახმარების პაკეტი მოიცავს როგორც სესხს, ისე გრანტსა და დროში გაწერილ პირდაპირ ფინანსურ დახმარებასაც ევროპის საინვესტიციო და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების გარანტიით.„ჩვენი პაკეტი წარმოადგენს გადაუდებელ მოკლევადიან და საშუალოვადიან ღონისძიებათა ნუსხას, რაც უკრაინისათვის სავაჭრო, ეკონომიკურ, ტექნიკური და ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. მიკროსაფინანსო დახმარების სახით იგი სთავაზობს უკრაინას 1,6 მილიარდი ევროს მოცულობის სესხს. პაკეტში გათვალისწინებულია 1,4 მილიარდი ევროს მოცულობის გრანტი, საიდანაც 600 მილიონი უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში მიეცემა. ამას ემატება კიდევ 3 მილიარდი ევრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხაზით 2014-2016 წლებში და პაკეტში გათვალისწინებულია ასევე ნდობის ფონდის შექმნა, რომელშიც შეიძლება თავი მოიყაროს ევროკავშირის და მისი ცალკეული წევრი სახელმწიფოების საბიუჯეტო თანხებმა.“ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზუს თანახმად, დახმარების პაკეტის ამოქმედება დამოკიდებულია უკრაინის მიერ შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რის შემდეგაც ქვეყანა რამდენიმე კვირაში შეძლებს 1 მილიარდი ევროს მიღებას. ევროკომისიის გადაწყვეტილება თავის მხრივ გზას უხსნის ევროპარლამენტსა და კავშირის სახელმწიფო მეთაურებს, რომლებიც ბრიუსელში 6 მარტს იკრიბებიან.
XS
SM
MD
LG