Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსენი იაცენიუკი: ყირიმს უფრო მეტი უფლებები უნდა ჰქონდეს


უკრაინის გარდამავალი პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკის თქმით, ყირიმი უნდა დარჩეს უკრაინის შემადგენლობაში, მაგრამ მის ადგილობრივ ხელისუფლებას უფრო მეტი ძალაუფლება უნდა ჰქონდეს. ყირიმში, სადაც ადგილობრივი რუსული მოსახლეობა, რუსეთთან შეერთებას ითხოვს, ვითარება დაძაბულია. დღეს გავრცელებული ცნობებით რუსმა სამხედროებმა ყირიმში განლაგებული უკრაინის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფის ერთი ნაწილი დაიკავეს. სააგენტო ინტერფაქსის თანახმად, საუბარია ორ ბატალიონზე. უკრაინის თავადაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ქვედანაყოფის მართვის და კონტროლის ცენტრი ევპატორიაში კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.
XS
SM
MD
LG