Accessibility links

logo-print

პროკურატურამ ადვოკატ გიორგი ონიანს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა


საქართველოს პროკურატურამ ადვოკატ გიორგი ონიანს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების გაყალბების, პოლიტიკური დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე. პროკურატურის განცხადებით, 2011 წლის ოქტომბერში, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობისას ონიანმა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უკანონოდ დააკავა კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ლევან მდინარაძე, რომელსაც მტკიცებულებათა გაყალბების შედეგად ბრალად დასდეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. მსგავსი ბრალდება პროკურატურამ გიორგი ონიანს თებერვლის ბოლოსაც წარუდგინა კომპანია "დაო-პრინტის" მენეჯერის, დავით შათირიშვილის მიმართ უკანონო ქმედებების ფაქტზე. პროკურატურა ონიანისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ ის 20 ათასი ლარის გირაოთი გაათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრა.
XS
SM
MD
LG