Accessibility links

logo-print

გიორგი ონიანმა პროკურატურის მიერ ახალი ბრალის წარდგენა კვლავ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა


ადვოკატმა გიორგი ონიანმა პროკურატურის მიერ ახალი ბრალის წარდგენა კვლავ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა და იმ ფაქტს დაუკავშირა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას ადვოკატია. ონიანის განცხადებით, პოლიციის გარდა ლევან მდინარაძემ ადვოკატებს, პროკურორს და მოსამართლეს დაუდასტურა, რომ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ჰქონდა. გიორგი ონიანი მოითხოვს, რომ საქმეზე დაიკითხოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც იმ პერიოდში მუშაობდა პოლიციის განყოფილების უფროსად.
XS
SM
MD
LG