Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა


სულ მცირე 14 კაცი დაიღუპა და ათობით დაიჭრა აფეთქებების შედეგად, რომლებმაც ბაღდადში მდებარე შიიტური დასახლება და სხვა დასახლებები მოიცვეს. ბომბები აფეთქდა ზაფარანიას ოლქის ქალაქ სადრსა და ბაღდადის ხალხმრავალ კარადის სავაჭრო ცენტრში. ბოლო წელს ერაყში რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე მომხდარი ძალადობის მასშტაბებმა 2008 წლის ანალოგიურ პერიოდს მიაღწია. გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობის ტალღას ასაზრდოებს მეზობელ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი და სუნიტების მზარდი უკმაყოფილება შიიტი უმრავლესობით მოქმედები ერაყის ხელისუფლების საქმიანობით.
XS
SM
MD
LG