Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ოთხი ჯარისკაცი აფეთქდა ნაღმზე


სულ მცირე ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად პაკისტანის მღელვარე ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. გავრცელებული ინფორმაციით, დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს აფეთქდა, როდესაც ხელისუფლების მხარდამჭერი ერთ-ერთი პარამილიტარისტული დაჯგუფების კოლონა ჰანგუდან წვრთნის დასრულების შემდეგ კურამის ოლქში ბრუნდებოდა. არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რომელშიც კიდევ 11 კაცი დაიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანში ხელისუფლებისა და თალიბანის ზავის თანახმად რამდენიმე დღეა გამოცხადებულია ცეცხლის შეწყვეტა, ქვეყანაში კვლავ გრძელდება ტერორისტული თავდასხმები.
XS
SM
MD
LG