Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეკულარიზმის კრიზისი საქართველოში


ავტორი: ანა კვიჟინაძე

სეკულარიზმი, რწმენის თავისუფლებას გულისხმობს, სეკულარიზმში მოიაზრება ის, რომ საერო ცხოვრება, მოღვაწეობა, ემანსიპირებულია სასულიერო ცხოვრებისაგან. ამავდროულად, სეკულარიზმი გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო ნეიტრალურია ყველა სარწმუნოების მიმართ და მეტიც სახელმწიფო არ უწევს ფინანსურ დახმარებას არც ერთ რელიგიას.
XXI საუკუნეში, რომელსაც გლობალიზაციის ეპოქად მოიხსენიებენ და რომლის მთავარი ღირებულებაც დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რიგი სხვა ფასეულობებია, არც უნდა გვჭირდებოდეს საუბარი იმაზე არის თუ არა, მაგალითად საქართველო სეკულარული სახელმწიფო. მაგრამ, რეალობა განსხვავდება იმ მოცემულობისაგან რაც უნდა იყოს.
კერძოდ, საქართველოში არის სეკულარიზმის კრიზისი, რაც გამოიხატება პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და ა.შ. თითქმის ყველა სფეროში. მაგალითად, ID ბარათების დამზადებას დიდიხანია მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, თუმცა პროტესტის ტალღა „მართლმადიდებელ მორწმუნეთა“ მხრიდან შეწყდა, მას შემდეგ რაც სინოდმა განაცხადა, რომ აღნიშნული „დაჩიპული“ ბარათები არ არის საშიში და მრევლს მისი აღებისაკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, 20 თებერვალს პარლამენტში განიხილავდნენ ID ბარათის „ალტერნატიული ბარათის“ დამზადებას, რომელიც იქნება „უჩიპო“. აღნიშნული კანონპროექტი, ათასობით ადამიანის ხელმოწერის შედეგად შევიდა პარლამენტში განსახილველად, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საზოგადოებამ თავი ვერ დააღწია რელიგიური დოგმებით აზროვნებას. საქართველოში მცხოვრები ათასობით მართლმადიდებელი ცდილობს, ერთის მხრივ ფეხი აუწყოს თანამედროვეობას, მოითხოვოს დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრება და მეორეს მხრივ ეშინია ID ბარათის, ეშინია განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანების და ა.შ. . ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც აღიარებენ ადამიანის უზენაეს უფლებას „თავისუფლებას“ და მეორეს მხრივ ზღუდავენ მას, ანუ ცხოვრობენ „ორმაგი სტანდარტით“ .
თავად სეკულარისტები მიიჩნევენ, რომ ყველა სახის საქმიანობა, რომელიც პირად სფეროს სცილდება უნდა იყოს სეკულარული ანუ რელიგიისაგან თავისუფალი. იმის ნათელსაყოფად და არგუმენტირებისათვის, რომ საქართველოში სეკულარიზმის კრიზისია, უამრავი მაგალითის მოტანა შეგვიძლია, ჩვენი უახლოესი წარსულიდან. ამის ნათელი მაგალითია, 2013 წლის 17 მაისს მომხდარი დაპირისპირება, რომელიც მოხდა მრევლსა და ლგბტ პირებს შორის. გავიხსენოთ, მინარეთის მოხსნის ფაქტი, ასევე , დაპირისპირებები სხვადასხვა რელიგიურ უმცირესობებთან, რომელიც ძირითადად მართლმადიდებელი მრევლის მიერაა ორგანიზებული და გამწვავებული. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, მიმართულია იმისაკენ, რომ მოხდეს რელიგიური ფუნდამენტალიზმის, კერძოდ, მართლმადიდებლობის, განმტკიცება. რთულია ისაუბრო სეკულარიზმზე საქართველოში, მაშინ, როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ქართველი იმთავითვე გულისხმობს, რომ ის უნდა იყოს მართლმადიდებელი. ამ აზრის ფორმირებას საზოგადოებაში, ჩემი აზრით, იწვევს ის განწყობა, თუნდაც, პოლიტიკოსების მხრიდან, რომელსაც ისინი ღიად აფიქსირებენ და ამით მანიპულირებენ საზოგადოებაში. წინასაარჩევნოდ წირვა-ლოცვაზე დასწრება და შემდეგ ვიდეო მასალების გავრცელება სოც. მედიისა და ქსელების მეშვეობით, ამის თქმის საფუძველს მაძლევს.
ჩემი აზრით, სახელმწიფო თავად უშლის ხელს იმას,რომ საზოგადოება იყოს სეკულაული, ამაზე მიუთითებს თუნდაც ის, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ბევრად უფრო მეტ დაფინანსებას იღებს სახელმწიფოსგან, ვიდრე სხვა დანარჩენი. ჩემი აზრით, ეკლესია ერევა სახელმწიფო მართვაში, ის ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს სახელმწიფოს ინსტიტუტებზე და მათ ქმედებებზე , როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის გარეთ.
როდესაც ვმსჯელობთ სეკულარიზმის კრიზისზე სახელმწიფოში, ნათელია რომ პრობლემა არის საზოგადოებაში, საზოგადოება ვერ შედგა სამოქალაქო საზოგადოებად, რომელსაც უნდა ახასიათებდეს ღიაობა, მიმღებლობა განსხვავებული რელიგიური და ა.შ. იდენტობის მქონე ადამიანებისა. ქართული საზოგადოება არის ჩაკეტილი და რელიგიურ ფუნდაენტალიზმზე ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, საზოგადოება გამოწვევის წინაშე დგას. ასეთი მდგომარეობა იქნება მანამ, სანამ არ მოხდება საზოგადოების ინფორმირება და გარკვეული განათლების მიწოდება, რაც გახდება საფუძველი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისა. საზოგადოება თვითონ უნდა მივიდეს გადაწყვეტილებამდე, რომ სეკულარიზმის იდეა და მიზანი გაიზიაროს, ამისათვის, საჭიროა განათლება, რომელიც უნდა დაიწყოს ჯერ კიდევ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში.
ვფიქრობ, სახელმწიფოს, რომელიც მრავალეთნიკური და მრავალკონფესიურია, რომელიც განვითარებადი ქვეყანაა, ყველაზე მეტად სჭირდება სეკულარიზმი, როგორც მთავარი ღირებულება. რაც იქნება გარანტია იმისა, რომ სახლმწიფო იქნება სტაბილური, სახელმწიფოში მცხოვრები ნებისმიერი იდენტობის მქონე პიროვნება იქნება ხელშეუხებელი და დაცული.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG