Accessibility links

logo-print

დონეცკში შტურმით აიღეს საოლქო ადმინისტრაციის შენობა


უკრაინის ქალაქ დონეცკში შტურმით აიღეს ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა. ცნობების თანახმად, შენობაში შეიჭრნენ პრორუსული ძალების ლიდერის, პაველ გუბარევის მომხრეები - გუბარევი ერთ-ერთ მიტინგზე იქნა არჩეული „დონბასის სახალხო გუბერნატორად“. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, ოთხშაბათს ადმინისტრაციის შენობის შტურმში მონაწილეობდა დონეცკში პრორუსულ მიტინგზე მისული ხალხი, 150-მდე ადამიანი. დონეცკშივე, ლენინის მოედანზე იმართება "ევრომაიდნის" მიტინგიც. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ერთმანეთის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის დგანან პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები.
XS
SM
MD
LG