Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი პარიზში შეხვდა რამდენიმე დასავლელ კოლეგას, უკრაინაზე სასაუბროდ


პარიზში გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა დასავლელ კოლეგებთან, უკრაინის კრიზისზე მოსალაპარაკებლად. ლავროვმა ოთხშაბათს, გვიან საღამოს ისე დატოვა შეხვედრის ადგილი, რომ არ უსაუბრია უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ანდრეი დეშჩიცასთან. ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის შესახებ დისკუსიები მომდევნო დღეებში გაგრძელდება. პარიზში ის შეხვდა ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებს. პარიზში იმყოფებოდა უკრაინელი მინისტრი ანდრეი დეშჩიცაც, რომელიც, ცნობების თანახმად, იმედოვნებდა, რომ პირისპირ შეხვდებოდა ლავროვს. ასეთი შეხვედრისაკენ ლავროვს მოუწოდებენ დასავლელი კოლეგებიც, უკრაინაში შექმნილი ვითარებაზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG