Accessibility links

logo-print

პარლამენტში დღეს განახლდება უკრაინის საკითხის განხილვა


უკრაინის საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესიაზე განახლდება. დეპუტატები რეზოლუციის პროექტის ტექსტზე გუშინ, მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" რეზოლუციის ტექსტის შინაარსით აპელირებს, თუმცა ხელისუფლება ცდილობს, ამასთან დაკავშირებით მაქსიმალურად პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღოს. "ეჭვი მაქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს ისეთ თემებს, რასაც თავად რადა არ მიიჩნევს არსებულ ვითარებაში პრაგმატულ გადაწყვეტილებად. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ სახელმწიფო ინტერესებისათვის და "ნაციონალური მოძრაობა" მუშაობს თავის პოლიტიკური ინტერესებისთვის", – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
XS
SM
MD
LG