Accessibility links

logo-print

დღეს იმართება ევროკავშირის სამიტი უკრაინის კრიზისის განსახილველად


დღეს ბრიუსელში იმართება ევროკავშირის სამიტი უკრაინაში, ყირიმის რეგიონში რუსეთის სამხედრო ოპერაციის განსახილველად. ბრიუსელში სამიტი იმართება მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საბანკო ანგარიშები გაუყინა უკრაინის დამხობილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს და კიდევ 17 პირს, მათ შორის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვს და იანუკოვიჩის შვილს, ალექსანდერს. სიაში შეყვანილი პირები ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფო სახსრების მითვისებაში და უკრაინიდან მათ უკანონოდ გატანაში.
XS
SM
MD
LG