Accessibility links

logo-print

მეორე დღეა, უცნობია აზერბაიჯანელი ოპოზიციონერის ადგილსამყოფელი


მეორე დღეა, უცნობია აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი აქტივისტის, „სახალხო ფრონტის პარტიის“ წევრ თურქელ აზერთურქის ადგილსამყოფელი. პარტიის წარმომადგენელი ნატიკ ადილოვი სოციალურ ქსელ „ფეისბუკით“ ავრცელებს ცნობას, რომ აზერთურქს ვერ პოულობენ ოთხშაბათი საღამოს შემდეგ. როგორც აზერთურქის ძმამ, ელთაქ ალიევმა დღეს უთხრა ჩვენს რადიოს, აზერთურქი გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც უცნობმა ქალმა დაურეკა და თხოვა დახმარება დაპატიმრებული ოპოზიციონერისათვის საკვები პროდუქტის გაგზავნაში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „სახალხო ფრონტის პარტიის“ რამდენიმე წევრს შეეფარდა 15-დან 20 დღემდე პატიმრობა პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.
XS
SM
MD
LG