Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საჰაერო დარტყმისას შეცდომით მოკლეს ხუთი ავღანელი ჯარისკაცი


ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერმა საერთაშორისო კოალიციამ დაადასტურა, რომ ხუთშაბათს შეცდომით მოკლეს ხუთი ავღანელი ჯარისკაცი. დაიჭრა მათი, სულ ცოტა, რვა თანამებრძოლი. ავღანეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, ჯარისკაცების სიკვდილი მოჰყვა ამერიკული უპილოტო თვითმფრინავით მოწყობილ იერიშს. საერთაშორისო კოალიცია აცხადებს, რომ დაწყებულია გამოძიება „ამ სამწუხარო ინციდენტის გამომწვევი გარემოებების“ დასადგენად. საჰაერო იერიში ხუთშაბათს დილით განხორციელდა ცენტრალურ ავღანეთში მდებარე ლოგარის პროვინციაში. ინციდენტი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამწვავებს უთანხმოებას შეერთებულ შტატებსა და ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შორის.
XS
SM
MD
LG