Accessibility links

აშშ-მა სანქციები დაუწესა უკრაინის სუვერენობისათვის „საფრთხის შემქმნელ“ პირებს


შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ინდივიდებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც „საფრთხეს უქმნიან უკრაინის სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“. სანქციები ითვალისწინებს შეერთებული შტატების ვიზებზე შეზღუდვას, რაც მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, შეეხება როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მოქალაქეებს. ეს ზომა ემატება შეერთებული შტატების მიერ უკვე დაწესებულ სანქციებს იმ ინდივიდების მიმართ, ვინც დაკავშირებული იყო ადამიანის უფლებების დარღვევასთან უკრაინაში პოლიტიკური ოპონენტების დევნისას. თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატები მზად არის, განიხილოს დამატებითი სანქციები იმის მიხედვით, თუ როგორც განვითარდება მოვლენები უკრაინაში.
XS
SM
MD
LG