Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ქალაქ ჰამაში აფეთქებამ ოთხი ადამიანი შეიწირა


სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა ქალაქ ჰამაში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ჰამა ცენტრალურ სირიაში მდებარეობს. ცნობაში არ არის ნათქვამი, ვის აკისრებენ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, აფეთქება მიმართული იყო სირიის სამხედრო დაზვერვის ობიექტის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG