Accessibility links

logo-print

ორიოდე სიტყვა საზოგადოების რეაქციის შესახებ მამა გაბრიელის საფლავიდან ამოსვენებაზედ


ავტორი: ხვიჩა ყაზაიშვილი

მართალია, შეგიძლიათ დაგვიანებულად ჩათვალოთ ჩემი ეს ნათქვამი აღნიშნული ფართოდ გამოხატული საზოგადოებრივი მოქმედებების შესახებ, თუმცა ძველი ქართული ხალხური ანდაზის მიხედვით ვხელმძღვანელობ და არა თქმას, გვიან თქმას ვამჯობინებ.
როცა გადავწყვეტთ, რომ ჩვენი ძვირფასი დრო კითხვას დავუთმოთ, ალბათ ჩვენ გვამოძრავებს სურვილი ახლის გაგებისა, ან სულ მცირე განსხვავებული იდეის ესკიზის წაკითხვისა მაინც. თუ კი თქვენ, ჩემი წერილიდან ელოდებით სულ მცირედ განსხვავებულის გაგებასაც კი, თავიდანვე გეტყვით, ყველაზე განსხვავებული რისი თქმაც მე შემიძლია, არის ის, რომ მე თქვენ განსხვავებულს ვერაფერს გეტყვით.
თუ ბოლო წინადადების გაცნობის შემდეგაც განაგრძეთ კითხვა, ერთ საკითხზე უნდა შევთანხმდეთ, წერილის წაკითხვის შემდეგ, აუცილებლად გამაგებინეთ თქვენი შენიშვნების შესახებ. მართალია, მე კაცი არ შემხვედრია, რომელიც კრიტიკაზე ოცნებობდეს, ”ოხ, ნეტავი ვინმე შენიშვნას მომცედეს”-ო, მაგრამ ამ მხრივ მაინც ვიქნები განსხვავებული.
ახლა კი უკვე, გადავალ სათაურში აღნიშნული თემის ჩემეულ განხილვაზე. ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ქართველი ქრისტიანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი საზოგადოების გამომაცოცხლებელ იმპულსები, განსაკუთრებით, როცა ეს იმპულსები რელიგიური ხასიათისაა, რამეთუ რელიგია საზოგადოების კულტურული ერთიანობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთი გარანტია, ზოგჯერ საფრთხეც. რელიგიური შეკრებები, ხშირად, ძალიან სასიამოვნოა, რადგან ამ დროს შეკრებილია ხალხი, რომელსაც ბევრი რამ აერთიანებს, ერთმანეთისადმი ძმურად არიან განწყობილნი, ერთად იკმაყოფილებენ რელიგიურ მოთხოვნეილებებს, ერთმანეთს თანაზიარობის, გინდათ სოლიდარობა დავარქვათ, გრძნობით უყურებენ, მაგრამ...
როცა მე გავიგე, რომ ჩვენი ეკლესიის მამები აპირებდნენ მამა გაბრიელის საფლავიდან ამოსვენებას, პირველ რიგში დავფიქრდი, თუ რისთვის არის ეს საჭირო. თუ მამა გაბრიელის სხეული იქნებოდა გაუხრწნელი, ეს იქნებოდა ხილული სასწაული, რომელსაც ექნებოდა უდიდესი გავლენა როგორც მორწმუნეებზე, ისე ”ურწმუნოებზე”. ასევე, რაც უნდა სამწუხარო უნდა იყოს, ეს იქნებოდა კარგი საშუალება ყურადღების გადასატანად იმ ხარვეზებიდან, რომლებსაც ჩვენს ეკლესიაში ღრმად აქვს ფესვები გადგმული. მე არაფრის თქმა არ მინდა, მაგრამ მილიონობით გაყიდულმა სანთელმა სავსებით ლოგიკური ეჭვები შეიძლება აღგვიქვას. ამას წინ ერთვოდა ბუნდოვანი ამბავი ”2 სურვილისა”. შეიძლება ვთქვათ, რომ ცნობილი ციხის კადრების შემდეგ, ეს ყველაზე მასშტაბური საზოგადოებრივი გამოცოცხლება იყო, და ვფიქრობ გაცილებით უფრო მასშტაბური. ზუსტი რიცხვი ალბათ არავინ იცის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ რიგებს სამებასა და მამა გაბრიელის საფლავთან, მილიონზე მეტი ადამიანი საერთო ჯამში მაინც იქნებოდა ალბათ, და შესაძლებელია ეს ეკლესიური შეკრება უფრო მრავალრიცხოვანიც იყოს, ვიდრე ბოლო დიდი კათოლიკური შეკრება წმინდა პეტრეს მოედანზე, როცა მლოცველები ივანე პავლე მეორეს სულის სამოთხეში შესვლა აღნიშნეს, 2011 წლის 1 მაისს ვატიკანში მილიონ ნახევარი ადამიანი შეიკრიბა.
ყველაზე საინტერესოა ის მიზეზები, რის გამოც ეს ადამიანები იკიბებიან, მოდიან მთელი საქართველოდან და ზოგი, საქართველოს ფარგლებს გარედანაც კი. მე წავიკითხე, ვნახე ძალიან ბევრი, რომელსაც სჯერა, რომ ეს მადლია. ვნახე და მოვუსმინე ხალხს, რომლებიც დაავადებულნი იყვნენ და წმინდა მამის ნეშტთან გამოჯანმრთელების თხოვნით მიდიოდნენ. ის, რომ გაჭირვებული ადამიანები მატერიალური სიკეთისა და საარსებო საშუალებების თხოვნით მივიდნენ, ეს ყველაზე მეტად ამაღელვებელი და მტკივნეულია. ის რომ, ხელისუფლების წევრებმა ისარგებლეს უსამართლო პრივილეგიებით, ეს მარაზმია.
საინტერესოა ალბათ, ის თუ რაში უნდა გამოიხატოს ის მადლი, რომელსაც მოელიან მლოცველები მამა გაბირელისაგან. დავიჯერებდი ამ კეთილ განზრახვს, რომ ვხედავდე მადლისა და ქრისტიანულობის გამოვლინებს სხვა და სხვა პროცესებში. ქრისტე ურთიერთთანადგომასა და საკუთარი პრობლემის წინ სხვისი გასაჭირის დაყენებას მოითხოვ ს. ნუ, მსგავსი ჰუმანურობა, რომ დღევანდელ სოციალურ ჯოჯოხეთში შეუძლებელია, ნათელია, მაგრამ, სად გამოჩნდა თუნდა მცირე გამოხატულება სხვისი პრობლემისა და გასაჭირის გულთან მიტანისა? ძალიან მაინტერესებს, თუ იყო ისეთი ადამიანი, რომელმაც სთხოვა წმინდა ბერს საკუთარი მეზობლის შეწევნა, ახლობლისა და უბრალოდ, გაჭირვებულის მხარდაჭერა.
სამწუხარო გახლავთ ის ფაქტი, რომ ადამიანები ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნითა და მატერიალური სიკეთის მიღებისათვის, სხვა ხერხებს უნდა მიმართავდნენ. აქ სახელმწიფოს უნიათობის დანახვაც შეგვიძლია. ხშირად გამოთქვამენ უკვაყოფილებას, რომ ეკლესია, როგორც ინსტიტუტი, სახელმწიფოზე უფრო ძლიერია. ეს სახელმწიფოსვე ბრალია, რამეთუ ის უნდა ცდილობდეს მოქალაქეთა მსგავსი პრობლემების გადაჭრას და არა ეკლესია. ნუ, ეკლესია ცალკე თემაა, არც ეკლესია არ აკეთებს რასმე ღირებულს გაჭირვებულთა დასახმარებლად, თუმცა იმედს აძლევს. ოხერი რამაა ეს იმედი, ეგ რომ არ არსებობდეს, ბევრი რამ დაემხობოდათ თავზე ადამიანებს და ძალიან კარგიც იქნებოდა.
მოდით, ჯერ ეკლესიაზე ვიტყვი, როგორც სისტემაზე. მე , თავიდან აღვნიშნე, რომ ქრისტიანი ვარ, მართლმადიდებელი, თუმცა ეს მე არ მზღუდავს ვისაუბრო იმ მანკიერებებზე, რაც ეკლესიაში ხდება, პირიქით, სტიმულს მაძლევს,რომ გაუმჯობესებისათვის გავაკეთო რამ. ამ პერიოდში , მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ, უამრავი სანთელი გაიყიდა. მე მაინტერესებს, დაიხარჯა ეს თანხა თუ არა გაჭირვებულებზე? ვეჭვობ, მამა გაბრიელს უფრო ესიამოვნებოდა კეთილი საქმისათვის რომ დახარჯული ეს თანხა...
საზოგადოებასაც უნდა შევეხე ორი სიტყვით. სამწუხაროა, მაგრამ, განათლების პრობლემა აშკარაა. მატერიალური სიკეთის მოპოვებისათვის უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, უფრო მეტი უნდა ვისწავლოთ. ღმერთმა გვითხრა, ”ხელი გაანძრიე და გეშველებაო”, მე ოთარაანთ ქვრივის გზას გირჩევთ და არა ფარისევლობისა და საკუთარი თვის მოტყუების გზას.
ბოლოს, მომიტევეთ, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, წმინდა ბერის ნეშტის იმედად ნუ ვიქნებით, ნურც ამ კეთილი ადამიანის მიწას ვთხოვთ შველას, თორემ, ჩვენს შემდგომ თაობასაც დასჭირდება სხვა ”იმედის” ძიება, გარემო კი უკეთსობისკენ არ შეიცვლება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG