Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი წყვეტს რუსეთთან მოლაპარაკებას თანამშრომლობის შესახებ


ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი, ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ჰერმან რუმპე აცხადებს, რომ ევროკავშირი წყვეტს რუსეთთან მოლაპარაკებას ვიზებისა და თანამშრომლობის შესახებ და აპირებს, განიხილოს რუსი ოფიციალური პირების საბანკო ანგარიშების გაყინვა და მოგზაურობის შეზღუდვა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მთავრობა „მომდევნო დღეებში“ არ დაიწყებს უკრაინის მთავრობასთან მოლაპარაკებას. ვან რუმპემ ხუთშაბათ საღამოს განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე შეთანხმდნენ სამეტაპიან სანქციებზე. პირველ ეტაპზე, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდა, შეწყდა მოსკოვთან მოლაპარაკება. ვან რუმპეს თქმით, რუსეთი შეიძლება მოელოდეს „ეკონომიკური სანქციების ფართო წყებას“, თუ განაგრძობს უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას.
XS
SM
MD
LG