Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში პოლიციამ პრორუსული მსვლელობის მონაწილეები დააკავა


დონეცკის რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ოფისის წინ რამდენიმე ასეული კაცი შეიკრიბა, რომლებმაც პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის ლიდერის პაველ გუბარევის დაპატიმრება გააპროტესტეს. როგროც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება დონეცკიდან, პოლიციამ საპროტესტო აქციაში მონაწილე რამდენიმე კაცი დააპატიმრა. ჩვენივე ინფორმაციით გუბარევი გადაიყვანეს კიევში, რამაც განარისხა პრორუსულად განწყობილი ხალხი, რომლებიც პოლიციას „ფაშისტებად“ მოიხსენიებდნენ. დონეცკელი ბიზნესმენი გუბარევი მიუძღვოდა წინ იმ საპროტესტო დემონსტრაციას, რომლის წევრებმა ცოტა ხნის წინ შტუმრით აიღეს ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა და მასზე რუსეთის დროშა აღმართეს.
XS
SM
MD
LG