Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ საათს გაგრძელდა ობამასა და პუტინის სატელეფონო საუბარი


ვაშინგტონი იუწყება, რომ ხუთშაბათს, საღამოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ოფიციალური ცნობების თანახმად, საუბრის დროს, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო, ამერიკა და მისი ევროპელი მოკავშირეები იძულებულნი გახდნენ საპასუხო ნაბიჯები გადაედგათ. კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ საშუალებებს შორის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები სთავაზობს რუსეთს, არის პირდაპირი რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები საერთაშორისო მეთვალყურეთა შუამავლობით, უკრაინაში საერთაშორისო დამკვირვებლების გაგზავნა, რუსეთის სამხედრო ნაწილების დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება და არჩევნების გამართვა.
XS
SM
MD
LG