Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაცენიუკი: ცივილიზებული მსოფლიო არ აღიარებს ყირიმის რეფერენდუმს


უკრაინის პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენიუკის განცხადებით, ცივილიზებულ მსოფლიოში არავინ აღიარებს ყირიმში დაგეგმილ რეფერენდუმს უკრაინის ამ რეგიონის რუსეთთან მიერთების საკითხზე. იაცენიუკმა დღეს კიევში თქვა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები ყირიმიდან და ბოლო მოუღოს სეპარატისტების მხარდაჭერას. ყირიმის პარლამენტმა ხუთშაბათს დაუჭირა მხარი რეგიონის რუსეთთან მიერთებას და 16 მარტისთვის დანიშნა ამ საკითხზე რეფერენდუმი. რუსეთის პარლამენტის ორივე პალატამ პარასკევს გამოუცხადა მხარდაჭერა რეფერენდუმს.
XS
SM
MD
LG