Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანი აპირებს ანტიტერორისტული კანონების გამკაცრებას


აზერბაიჯანი გეგმავს საკანონმდებლო ცვლილებებს ანტიტერორისტული კანონების გასამკაცრებლად. აზერბაიჯანის პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზიაფატ ასგაროვის განმარტებით, დაგეგმილ ცვლილებებს შორის არის სასჯელის გამკაცრება „საერთაშორისო ტერორიზმში, ტერორიზმის დაფინანსებაში, ორგანიზებაში", ექსტრემისტული მიზნებისათვის "მედიასაშუალებების, ინტერნეტის და სოციალური ქსელების გამოყენებაში მონაწილეობისათვის". 2012 წელს აზერბაიჯანში ათობით ადამიანი გაასამართლეს ტერორიზმის ბრალდებით, რაც უკავშირდებოდა, ოფიციალური ინფორმაციით, ბაქოში ევროვიზიის 2012 წლის სასიმღერო კონკურსის წინააღმდეგ თავდასხმების მზადებას. გამომძიებლების ინფორმაციით, 40-ზე მეტ ეჭვმიტანილს კავშირი ჰქონდა მეზობელ ირანთან.
XS
SM
MD
LG