Accessibility links

logo-print

ერდოანი: თურქეთში შესაძლოა, აიკრძალოს ფეისბუქი და იუტუბი


თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ 30 მარტის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ თურქეთში შესაძლოა, აიკრძალოს სოციალური ქსელი ფეისბუკი და ვიდეოპორტალი იუტუბი, რომლებითაც, ერდოანის აზრით, ბოროტად სარგებლობენ მისი პოლიტიკური მტრები. პრემიერ-მინისტრმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ხუთშაბათს საღამოს, ტელეინტერვიუში. მისი მუქარის ფონია კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალი, რომელშიც გახვეული არიან ერდოანის მთავარი მოკავშირეები პოლიტიკის და ბიზნესის სფეროებიდან. გასულ კვირაში გაჟონა ერდოანის და მისი ვაჟიშვილის საუბრის აუდიოჩანაწერმა - საუბარი ეხება დიდი რაოდენობით ფულის დამალვას. ერდოანი ამტკიცებს, რომ ჩანაწერები ყალბია და მათი მეშვეობით პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციას.
XS
SM
MD
LG